loader

"პოსტი მოგვიძღვნა დედას გიჟმა... ეტყობა, არ იცის, რომ ჩემთან ან მართალი უნდა იყო, ან მოკეტილი" - მაია დარსმელიძე რუსუდან მუმლაძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოსტი მოგვიძღვნა დედას გიჟმა... ეტყობა, არ იცის, რომ ჩემთან ან მართალი უნდა იყო, ან მოკეტილი" - მაია დარსმელიძე რუსუდან მუმლაძეზე

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში მომღერალ რუსუდან მუმლაძის პოსტს ეხმაურება.

"პოსტი მოგვიძღვნა დედას გიჟმა... და ჩემი სახელის (რომელიც ამ კონტექსტში საერთოდ რა შუაშია) ხსენება რატომღაც ძაან უნდოდა და თითიდანაც გამოიწოვა. მარა ეტყობა, არ იცის დედას გიჟმა, რომ ჩემთან ან მართალი უნდა იყო, ან მოკეტილი.

მეც მისქრინავენო და პარდონ, ცალკე პოსტს და "რეიტინგებს" ვერ მივართმევ, მაქსიმუმ მასშტაბურად დასაცინი და აქლემის რეიტინგი ქონდეს ჩემგან (და თუ ვერ მოისვენებს - მივართმევ).

დაუსქრინეთ ესეც და გადაეცით, ფლიზ, რომ ყველაფერთან ერთად ბეეეევრად უფროსი ქმრის ყოლა საერთოდ არ არის გმირობა. მე რაც შემეხება, არავინ გამქცევია, ოცდამეერთე წელია ერთად ვართ მე და ჩემი ქმარი (რომელიც ჩემზე უმცროსია პახოდუ) და თუ ქალია, ჯერ ქმრად რასაც ჩაითვლის, ის იშოვოს და მერე პოსტოს აქ ამაყი ლურჯი შიფონებით და ტრანსის მეიქაპით", - წერს მაია დარსმელიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსუდან მუმლაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს - "ეს და დარსმელიძე გამწარებულები დაიბადნენ" მაია კაჭკაჭიშვილისა და მაია დარსმელიძის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

"რას გვერჩის ეს ქალი? ქმრებს მაინც არ ვირთმევინებით... სახელის ღირსიც კი რომ არ გაგვხადა, "ეს და დარსმელიძეო...

ბატონ რუსუდანს ჩემგანაც რომ დაუსქრინონ... ლევანი არსად გაქცეულა, მე ავუღე თვითმფრინავის ბილეთი და გავუშვი, მაგრამ რომ ჩამოვიდა, ისევ აქაა სახლში ჩემთან ყოველდღე როიალთან. კიდევ ცოტა სხვა ჟანრი განვიხილოთ, როცა გინდათ, შლაგერები არ მევასება არც როიალთან და არც ფონოგრამით", - დაწერა მაიკო კაჭკაჭიშვილმა.

ასევე იხილეთ: "გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით… ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!" - რუსუდან მუმლაძე