loader

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კლასი - რა პასუხი გასცა უკმაყოფილო ვლადიმირ პუტინს 2002 წელს საჯაროდ?

“ედუარდ შევარდნაძის ცენტრი“ 2002 წელს, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას იხსენებს. 

“ამერიკის მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შესაძლებლობა პირველად ჟურნალმა „თაიმმა“ გაახმოვანა. შემდეგ „ვაშინგტონ პოსტსა“ და „ნიუ-იორკ თაიმსში“ გაჩნდა ინფორმაცია, CNN-მა კი პენტაგონის ბრიფინგი გადმოსცა, სადაც ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პასუხად აშშ საქართველოში გააგზავნიდა 200-მდე სპეცდანიშნულების ძალების ინსტრუქტორს.

როგორც გელა ჩარკვიანი იხსენებს თავის ბესტსელერში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ – „მათ ევალებოდათ ქართველი ჯარისკაცების გაწვრთნა. ეგრეთ წოდებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (T&E) 64 მილიონი დოლარი ჯდებოდა და გულისხმობდა ოთხი 600-კაციანი ქართული ბატალიონის სრულ აღჭურვასა და გაწვრთნას 18 თვის პერიოდში. საქართველოში ამერიკელი სამხედროების შემოსვლის თაობაზე ინფორმაციამ რუსეთის რეაქციულ წრეებში პარანოიდალური რეაქცია გამოიწვია... ატყდა საქართველოსა და მისი პრეზიდენტის აღვირახსნილი ლანძღვა. როგოზინი, ზატულინი, ჟირინოვსკი წინასწარმეტყველებდნენ, რომ მალე საქართველო დაიშლებოდა...“

ამის მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძე დსთ-ის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე ყაზახეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ჩიმბულაკში მაინც ჩავიდა და ღია ცისქვეშ მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლას დიპლომატიური პასუხი გასცა.“ - ავრცელებს ცენტრი.