loader

"ისე ინერვიულა, ეს საშინელება მოხდა... ნერვიულობისგან ნაყოფი დაკარგა" - რას ამბობენ კორონავირუსით გარდაცვლილი 25 წლის დავით პაპასკირის შესახებ ოჯახის ახლობლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისე ინერვიულა, ეს საშინელება მოხდა... ნერვიულობისგან ნაყოფი დაკარგა" - რას ამბობენ კორონავირუსით გარდაცვლილი 25 წლის დავით პაპასკირის შესახებ ოჯახის ახლობლები

ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი, 25 წლის დავით პაპასკირი, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მან 3 თვის წინ შექმნა ოჯახი, მისმა მეუღლემ კი ნერვიულობის ნიადაგზე ნაყოფი დაკარგა.

"სამი თვეა, რაც დაქორწინდა... მეუღლემ ნერვიულობისგან ნაყოფი დაკარგა. ისე ინერვიულა, ეს საშინელება მოხდა" - ამბობს ოჯახის ახლობელი.

სოციალურ ქსელში დავით პაპასკირის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

"რამდენჯერ უნდა შემოგხედო, რომ ეს საშინელება დავიჯერო. მაგრამ არაა, მინდა რომ ისევ ისეთიი მახსოვდე";

"ის აღარ არის... ის მარადისობაშიაა, უფალთან, ზეცაში, ჩვენ კიდევ ამ "არარაობაში" დავრჩით";

"მთელ სამყაროს უყვარხარ. მართლა…"

"დათო, რა რთულია ამის დაჯერება... მშვიდად განისვენე, საუკეთესო ადამიანო", - წერენ სოციალურ ქსელში.


დავით პაპასკირი ერთ კვირაზე მეტხანს იყო რეანიმაციაში მოთავსებული. იგი წარმოშობით ჩხოროწყუდან იყო და ღუდუშაურის კლინიკაში IT სპეციალისტად მუშაობდა.