loader

"რუსულად ილაპარაკე რუსულ ავტობუსში" - სანკტ-პეტერბურგის ავტობუსში რუსი ნაციონალისტი ქართველს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსულად ილაპარაკე რუსულ ავტობუსში" - სანკტ-პეტერბურგის ავტობუსში რუსი ნაციონალისტი ქართველს

სანკტ-პეტერბურგი-მინსკის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ნაციონალისტური შეხედულების მქონე რუსი მოქალაქე ქართველს დაესხა თავს. ინციდენტი BY24.ORG-ს კორესპონდენტმა გადაიღო.

რუსეთის მოქალაქე, 55 წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სალონში სხვა მგზავრებთან ერთად ქართველი მამაკაციც იჯდა, რომელსაც მობილურზე დაურეკეს. მან ქართულად დაიწყო საუბარი, რამაც რუსი აღაშფოთა და დაიწყო ყვირილი, რომ "რუსეთის ავტობუსში რუსულად უნდა ისაუბრო" და რომ "ყველა, ვინც რუსი არაა, ეზიზღება". საბოლოოდ, ქართველს ნერვებმა უმტყუნა და მთვრალ რუსს დაარტყა.

სანკტ-პეტერბურგიდან გასვლისას მძღოლმა პოლიციას მიმართა დახმარებისთვის. ცხვირგატეხილი რუსეთის მოქალაქე სალონიდან ჩაიყვანეს, რის შემდეგაც ავტობუსი დაიძრა.