loader

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი ფიგურულ სრიალში და ყინულის მოედანზე დასრულებული სიცოცხლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი ფიგურულ სრიალში და ყინულის მოედანზე დასრულებული სიცოცხლე

სერგეი გრინკოვი და ეკატერინა გორდეევა ფიგურულ სრიალში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებოდნენ. მათ ორჯერ (1988-89, 1994-95წწ) მოიგეს ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო, ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, სამჯერ კი ევროპის. ეკატერინა და სერგეი წყვილში 1982 წელს დადგნენ, 91 წელს კი ისინი დაქორწინდნენ და 92 წელს მათ გოგონა, დარია გაუჩნდათ. 1995 წლის 20 ნოემბერს ამერიკაში ვარჯიშის დროს მოულოდნელად სერგეი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. მას მწვრთნელი მარინა ზუევა მივარდა, რომელმაც პირველადი დახმარების გაწევა დაიწყო, ხოლო ეკატერინას უთხრა რომ სასწრაფო გამოეძახა. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო მალე მოვიდა, გრინკოვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მიზეზი მასიური გულის შეტევა გახდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ გორდეევას სთავაზობდნენ რომ ის სხვასთან ერთად დამდგარიყო წყვილში, მაგრამ მან უარი განაცხადა. გორდეევა მეორედ 2001 წელს გათხოვდა და ილია კულიკს გაყვა, რომელთან გოგონა ელიზავეტა შეეძინა.