loader

"ეს სტალინის საყვარელი სიმღერა იყო" - უნგრელი მეღვინეს მიერ შესრულებული "სულიკო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სტალინის საყვარელი სიმღერა იყო" - უნგრელი მეღვინეს მიერ შესრულებული "სულიკო"

Auto Bild Georgia-ს მთავარი რედაქტორი, შალვა ბუაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უნგრეთის ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მასპინძელი სტუმრებისთვის როიალზე „სულიკოს“ ასრულებს.
როგორც ვიდეოს ავტორი აღწერს, მასპინძელი უნგრელი მეღვინე მიჰაი ლისკაია, რომელიც 10 ჰექტარ ვენახს უვლის და მისი სახელობის ღვინოც აქვს.
უდავოა, რომ ქართველი სტუმრები მასპინძლის ამ ჟესტმა ძალიან გაახარა.
უნგრელი მეღვინე ძველი რევოლუციონერია. მონაწილეობდა უნგრეთის 1956 წლის რევოლუციაში. ის 17 წლის იყო, როცა ქვეყნიდან გაიქცა.
როგორც შალვა ბუაჩიძე წერს, "სულიკოს" შესრულებისას მიჰაი ლისკაიმ აღნიშნა, რომ ეს სტალინის საყვარელი სიმღერაა და სკოლაში ასწავლეს.