loader

დახოცილი და დასახიჩრებული ბავშვები - უმძიმესი კადრები ალეპოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დახოცილი და დასახიჩრებული ბავშვები - უმძიმესი კადრები ალეპოდან

სირიის ქალაქ ალეპოში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.
როგორც "ფრანს პრესი" სირიელ ოპოზიციონერ აქტივისტებზე დაყრდნობით იტყობინება, სამთავრობო ძალები ამბოხებულთა იმ ჯგუფებს უტევენ, რომლებსაც ქალაქი ჯერ არ დაუტოვებიათ, თუმცა მსხვერპლი არის მშვიდობიან მოსახლეობაში.
ალეპოში საბრძოლო მოქმედებების განახლებას რუსული მხარეც ადასტურებს. 2 დღის წინ სირიის ქალაქ ალეპოზე მასშტაბური დაბომბვები განხორციელდა.
სირიის სამთავრობო არმია, რუსული ავიაციის დახმარებით, ალეპოზე კონტროლის დასამყარებლად ქალაქს ბომბავდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქის დატოვება ვერ შეძლო.