loader

როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში?

შობა ევროპაში, ზოგადად, ძველის დასასრულს და ახლის და პოზიტიურის დასაწყისის ცნებას უკავშირდება. განწყობაც ასეთია, ყველა ბედნიერია და რეალურად არცთუ ისე განათებულ ქუჩებში ბუნებრივი სიხარული იგრძნობა, თითქოს განათებაც უფრო თბილია და რეალური სიცივის მიუხედავად, პოზიტიური ენერგია გათბობს, ენერგია, რაც შობის დღეებში ამ ქუჩებში ტრიალებს. შეგიძლიათ პირდაპირ ადევნოთ თვალი, თუ როგორ ამზადებენ სხვადასხვა ნივთს ადგილობრივი ოსტატები და თბილი გლინტვეინით ხელში გაუყვეთ საშობაოდ მორთულ, სასიამოვნო, სანელებლებით გაჯერებულ ქუჩებს. საშობაოდ მორთული ხიდები და მდინარეში მათი ანარეკლი, ტერასული კაფეები და საგანგებოდ შობისთვის მოწყობილი საციგურაო მოედნები... ეს ყველაფერი შობის დღესასწაულზე ევროპული ქალაქებისთვის განუყოფელია. თან შეგიძლიათ გლინტვეინი მიირთვათ და მხიარული განწყობით იხეტიალოთ ქუჩებში.
ყველაზე მეტად მაცდურად მაინც მაღაზიის ვიტრინები გამოიყურება. საშობაო ტკბილეულით თუ უკიდურესი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული დიზაინერების მიერ დამზადებული სასაჩუქრე ნივთებით დაწყებული, ჩვეულებრივი ტანსაცმლის მაღაზიებით დამთავრებული.