X
აღმოჩენა კახეთში - ივრის ნაპირზე, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს
11:52 / 08-01-2017
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს:
"2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.
გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება. დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა. ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს. აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია" - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წელს დაგეგმილია კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
იცით, რატომ ატარებდა პრინცესა დიანა ორ საათს ერთ ხელზე? - საიდუმლო, რომელიც ახლახან გაირკვა
"არ მინდა, რო გათხოვდე, მამას რომ თავიდან შეუყვარდე?" - ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟი დედის დაოჯახებაზე 
ვინ არ შეიძლება გახდეს თქვენი შვილის ნათლია - ეს ბევრმა არ იცის!
"ჩცდ"-ის ახალი სეზონის თიზერმა საზოგადოება გააოცა - ასეთ დასაწყისს არავინ ელოდა
ქარიშხალ "ირმას" გადავლის შემდეგ ოკეანეს სანაპირო ზოლი გაქრა! - კადრები, რომლებიც გაგაოგნებთ
ვიდეოში ნახავთ, როგორ მოგიწევთ გადაადგილება პეკინის ქუჩაზე 18 სექტემბრიდან 
რა იყო ნახატზე გამოსახული, რომლის გამოც სტალინმა გუდიაშვილი კინაღამ დასაჯა - დააკვირდით!
შემზარავი კადრები - როგორ ტოვებენ ბირმელი მუსლიმები საკუთარ ტერიტორიას