loader

სიუჟეტი, როლის გამოც ქართველი ჟურნალისტი აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიუჟეტი, როლის გამოც ქართველი ჟურნალისტი აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

ჟურნალისტი გურამ როგავა აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა თავადვე, მის "ფეისბუქის" გვერდზე განაცხადა.

"გავიგე, აზერბაიჯანს პერსონა ნონ გრატად გამოვუცხადებივარ იმის გამო, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გასაშუქებლად 2016 წლის აპრილში რეგიონში ჩავედი.
მაშინ "იმედში" ვმუშაობდი და აუცილებლად უნდა ვთქვა, როცა პროდიუსერებმა სტეპანაკერტში და ფრონტისპირა სოფლებში ჩვენი გაგზავნა გადაწყვიტეს, დიპლომატიური წარმომადგელობა გაფრთხილებული იყო, იცოდნენ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მივდიოდით და მათ დავპირდით, რომ ბალანსი აბსოლუტურად დაცული იქნებოდა, რადგან მეორე გადამღები ჯგუფი აზერბაიჯანის მხრიდან აშუქებდა მოვლენებს. დღეს ძალიან ბევრმა მეგობარმა, მათ შორის აზერბაიჯანიდან, მომწერა შავ სიაში რატომ აღმოჩნდიო. ალბათ ამ რეპორტაჟის გამო, რომელშიც ნათლად ჩანს ყარაბაღში არსებული ვითარება. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, ისიც გააზრებული მაქვს, რომ დავარღვიე კანონი, მაგრამ მგონია, ჟურნალისტები არ უნდა ისჯებოდნენ მსგავს შემთხვევებში. ჩვენი მიზანი იყო მიუკერძოებლად გვეჩვენებინა, რა ხდებოდა კონფლიქტის დროს რეგიონში და არამგონია, ეს დანაშაული იყოს, მეტიც, ასეთ დროს მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა ჟურნალისტის ვალდებულებაა. საჯაროდ გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას აზერბაიჯანის მიმართ და იმედია, ხელისუფლება გაითვალისწინებს იმას, თუ რა მოტივაციით ვიმყოფებოდი კონფლიქტის ზონაში. აუცილებლად მოვითხოვ გადაწყვეტილების შეცვლას", - წერს გურამ როგავა.