loader

66 წლის ზუგდიდელი ბაბუ, რომელიც თოვლში ველოსიპედით ნახევრადშიშველი სეირნობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

66 წლის ზუგდიდელი ბაბუ, რომელიც თოვლში ველოსიპედით ნახევრადშიშველი სეირნობს

ველოსიპედით მოსეირნე ნახევრადშიშველი მამაკაცის ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო. ზუგდიდელი კუკური შონია 66 წლისაა. როგორც მან რადიო "ათინათს" განუცხადა, მისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შონია ჯანსაღის ცხოვრების წესს მისდევს. ამბობს, რომ ასე ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1985 წელს პოლ ბრეგის წიგნი "შიმშილობის სასწაული" წაიკითხა.

იგი დილის 7 საათზე იღვიძებს და საკვებს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებს. კვირაში ერთხელ კი განტვირთის დღეს იწყობს და მხოლოდ გამოხდილ წყალს სვამს.

ამბობს, რომ სრულიად ჯანმრთელია და ეს მისი ცხოვრების სტილის დამსახურებაა.