loader

ყოფილმა დეპუტატმა ქუთაისში გუბეში "ითევზავა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყოფილმა დეპუტატმა ქუთაისში გუბეში "ითევზავა"

წყარო| NewPress

"მადლობა ხელისუფლებას, რომ ყველა ქუჩაზე ასეთი აუზები მოგვიწყო, სადაც მოსახლეობა თევზაობს", - განაცხადა გოგი წულაიამ და ასათიანის ქუჩაზე არსებული ორმოდან ანკესით თევზი ამოიყვანა. პერფორმანსით, რომელიც "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე გამართეს, ქალაქის გზებზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ მერიას ახალი გასართობისთვის მადლობა გადაუხადა. "მადლობა მერიას, რომელმაც იზრუნა ადამიანებზე და ასეთი აუზები ყველგან მოაწყო, საფიჩხია-გორაზე წყალი ვერ შეაკავეს და ახლა ორმოების გაღრმავებას ცდილობენ. ეს არის სასაცილო მდგომარეობა. წელიწადზე მეტია, მძღოლები გაუსაძლის პირობებში გადაადგილდებიან. მოვუწოდებთ მერიას, დაამატონ ორმოები, რადგან გზები მაინც არ წესრიგდება“, - განაცხადა წულაიამ. მისი თქმით, ზამთრის გასვლის შემდეგ გზებზე არსებული მდგომარეობა უფრო თვალსაჩინო გახდება.

ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებს. შეუსრულებელი სამუშაოები პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა.


წყარო: NewPress