loader

გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან, შენი ქცევები არაფრით განსხვავდება ნაცისტური ქცევებისგან - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან, შენი ქცევები არაფრით განსხვავდება ნაცისტური ქცევებისგან - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანია მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც თურქ მინისტრებს უარი განუცხადეს გერმანიის ორ ქალაქში თურქულ დიასპორასთან ერთად აქციების ჩატარებაზე, რომელიც 16 აპრილის რეფერენდუმს უკავშირდება.

სტამბოლში, ქალებისა და დემოკრატიის ფონდის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა გერმანიას ბრალი დასდო ნაცისტური ჩვევების გამეორებაში.

„ისინი საშუალებას არ აძლევენ ჩვენს მეგობრებს, სიტყვით გამოვიდნენ გერმანიაში. ნუთუ ფიქრობთ, რომ იმით, რომ თურქ მინისტრს გერმანიაში სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ, რეფერენდუმზე „არა“ გაიმარჯვებს?“ - განაცხადა ერდოღანმა.

„გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან! შენი ბოლო ქცევები არაფრით განსხვავდება ნაცისტური ქცევებისგან“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.