loader

კადრები, რომლებიც გაგაოგნებთ: წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალს ბოთლით ასმევენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რომლებიც გაგაოგნებთ: წყურვილით დატანჯულ ველურ კობრას წყალს ბოთლით ასმევენ

სოფელ კაიგას მცხოვრებლებმა (სამხრეთ ინფოეთი) სამეფო კობრას წყალი ბოთლიდან დაალევინეს.

Daily Mail-ის ცნობით, რეგიონი ძალიან დაზარალდა გვალვით. სწორედ ამ მიზეზით წყურვილით გაწამებული 3.5 მეტრიანი გველი ადამიანებთან წყლის სათხოვნელად მივიდა. ყოველ შემთხვევაში ქვეწარმავალი კუდით ეჭირათ და გველმჭერი მზად ჰყავდათ, თუმცა, კობრამ მშვიდად დალია წყალი ისე, რომ თავდასხმის არავითარი მცდელობა არ ჰქონია. მოგვიანებით ის ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ცენტრში გადაიყვანეს.

სამეფო კობრა, ანუ გამადრიადი - შხამიანი გველებიდან ყველაზე მსხვილია. ის ინდოეთის, პაკისტანის, ინდონეზიის და ფილიპინების ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელია. ამასთან, ის სიცოცხლის მანძილზე იზრდება. მისი კვების რაციონში სხვა გველები და მღრღნელებია.