loader

ჟურნალისტის უცნაური კითხვა შვაინშტაიგერს და დაბნეული რესპონდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტის უცნაური კითხვა შვაინშტაიგერს და დაბნეული რესპონდენტი

MLS-ში მოასპარეზე კლუბმა "ჩიკაგო ფაირმა" ბასტიან შვაინშტაიგერი ოფიციალურად წარადგინა. გერმანელი ფეხბურთელის პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უცნაური კითხვა დასვა. კორესპონდენტმა შვაინშტაიგერს ჰკითხა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ "ჩიკაგომ" მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.

გერმანელი ფეხბურთელი დაიბნა და თანმხლებ პირებთან კითხვის შინაარსის გარკვევა სცადა. საქმეში გენერალური მენეჯერი ნელსონ როდრიგესი ჩაერთო, რომელმაც თქვა, რომ "ჩიკაგო" კლუბია და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას არ იღებს. მანვე ჟურნალისტის კითხვა გაასწორა და შვაინშტაიგერს MLS-ზე "ჩიკაგოს" შანსების შეფასება სთხოვა.