loader

გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის შვილისა და პირველი ერთობლივი ფოტო ციხის დატოვების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის შვილისა და პირველი ერთობლივი ფოტო ციხის დატოვების შემდეგ

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 30-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.

"მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ ვთვლი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრია", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ რჩეულიშვილის მეუღლემ, ლელა კილაძემ სოციალურ ქსელში ქმრის გათავისუფლების შემდეგ გადაღებული პირველი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. გურამ რჩეულიშვილი კი ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, გუკა რჩეულიშვილსა და ლელა კილაძეს 4 მარტს გოგონა შეეძინათ. გოგონას თრინითი-მართა დაარქვეს.