loader

"მე ვერ ავიტან ამდენ ცილისწამებას" - მწვავე დაპირისპირება ნინო კუზანოვასა და უფლებადამცველს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვერ ავიტან ამდენ ცილისწამებას" - მწვავე დაპირისპირება ნინო კუზანოვასა და უფლებადამცველს შორის

პროკურატურამ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა. მას ბრალად პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა ედება. საქალაქო სასამართლომ ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება გახმაურებულ სკანდალს, როცა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ კლინიკა "ლანცეტში" ორი პაციენტი გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, რთული ქირურგიული ოპერაცია აზერბაიჯანიდან მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა, თუმცა, მას საექიმო სპეციალობაში საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არ ჰქონდა. ამ პერიოდში კლინიკის მთავარი ექიმი ნინო კუზანოვა იყო. ნინო კუზანოვა და უფლებადამცველი ნესტან ლონდარიძე "იმედის" ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.