loader

ხალხი მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე, მეთქვა ჩემი ვერსია - მეუფე პეტრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხალხი მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე, მეთქვა ჩემი ვერსია - მეუფე პეტრე

როდესაც ჩამოვედი თბილისში და გავედი ქუჩაში, ხალხი მე, სასულიერო პირს, მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე, მეთქვა ჩემი ვერსია, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) განაცხადა.

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის დაკავების დროს არსებული სიტუაციიდან და ეკლესიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩათვალა, საპატრიარქოს შიგნით არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ ის მუდმივად სპეკულირებდა უწმინდესის მოწამვლის ფაქტით. მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ არის მიმართული.