loader

"ესეც მოხდა, ესეც ვნახეთ" - მომენტი, როდესაც ავჭალაში, ინგლისი-უელსის რაგბის მატჩის დროს შუქი ჩაქრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესეც მოხდა, ესეც ვნახეთ" - მომენტი, როდესაც ავჭალაში, ინგლისი-უელსის რაგბის მატჩის დროს შუქი ჩაქრა

ავჭალაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, ინგლისსა და უელსს შორის ინციდენტი მოხდა - პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მოედნის განათება ჩაქრა.

მსაჯმა მატჩი მაშინ შეწყვიტა, როცა ინგლისი უელსს 24:3 უგებდა. მორაგბეები გასახდელისკენ გაემართნენ.

განათების პრობლემა რამდენიმე წუთში გამოსწორდა და 21:25 სთ-ზე მატჩიც განახლდა.