loader

შეხლა-შემოხლა გამრეკელის ქუჩაზე, სადაც ბერი ნიკოლოზი მრევლთან ერთად მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა გამრეკელის ქუჩაზე, სადაც ბერი ნიკოლოზი მრევლთან ერთად მივიდა

გამრეკელის ქუჩაზე მრევლი ბერი ნიკოლოზის გამოსახლებას ეწინააღმდეგება. როგორც ისინი აცხადებენ, სახლის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასულიერო პირის გამოსახლება იგეგმება.

როგორც ისინი ამბობენ, ბერი ნიკოლოზი აღნიშნულ სახლში მეპატრონის თხოვნით ცხოვრობდა, ახლა კი გაურკვეველი მიზეზების გამო ის გამოსახლებას ითხოვს.

მრევლი და ადგილზე შეკრებილი სასულიერო პირები ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებენ და ითხოვენ, რომ ბერი შეუშვან იმ სახლში, სადაც ის ცხოვრობს.

ადგილზე შეკრებილების ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობს და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა.

როგორ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიცია ადგილზე შეტყობინების საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მივიდა. უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები გამოსახლებაში მონაწილეობას იღებენ.

კადრებს "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

ასევე იხილეთ: რა ხდება ამ წუთებში გამრეკელის ქუჩაზე, სადაც მრევლი ბერი ნიკოლოზის სახლში შეშვებას ითხოვს