სოჭში ტურისტი წყვილი პარაშუტით მოწყდა და ზღვაში ჩავარდა
სოჭში ტურისტი წყვილი პარაშუტიდან ზღვაში ჩავარდა. ქალი და მამაკაცი პარაშუტით სეირნობდნენ, რომელიც კატერს ჰქონდა გამობმული. მოულოდნელად ბაგირი გაწყდა და წყვილი მაღალი სიმაღლიდან პირდაპირ ზღვაში ჩავარდა. თვითმხილველების თქმით, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით წყვილი სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა.