loader

სენსაცია: ძაღლი, რომელსაც ფილტვის კიბოს ამოცნობა შეუძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენსაცია: ძაღლი, რომელსაც ფილტვის კიბოს ამოცნობა შეუძლია

ამ ძაღლის ყნოსვას ვერც ერთი ხელსაწყო და ანალიზი შეედრება. ძაღლი სახელად ბლატი განსაკუთრებული უნარითაა დაჯილდოვებული. ლაბრადორისა და პიტბულის მეტისს შეუძლია ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ნასუნთქის მიხედვით. ბლატი სუნის მიხედვით არჩევს ნივთიერებებს, რომელსაც დაზიანებული უჯრედები გამოყოფს. ძაღლი მიჰყავთ ხის ყუთებთან, რომლებშიც მოთავსებულია მოხალისეთა ამონასუნთქით სავსე კონტეინერები. ბლატი ჯდება იმ კონტეინერის წინ, რომელშიც დაავადებული ადამიანის ამონასუნთქია მოთავსებული. მისი დიაგნოსტიკის უტყუარობა, როგორც ამას უცხოელი მეცნიერები ამტკიცებენ, 98%-ია.