loader

10-მილიონიანი ბრილიანტის ბეჭედი და 8-სართულიანი ტორტი - რუსი ოლიგარქის ქორწილის ამსახველი ულამაზესი სანახაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10-მილიონიანი ბრილიანტის ბეჭედი და 8-სართულიანი ტორტი - რუსი ოლიგარქის ქორწილის ამსახველი ულამაზესი სანახაობა

რუსმა ოლიგარქმა ალექსეი შაპოვალოვმა მისი შვილების დედა, 27 წლის ქსენია ცარიცინა ოფიციალურად მოიყვანა ცოლად. ქორწილი 13 აგვისტოს გაიმართა და როგორც მოსკოვში ამბობენ, ის ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილია, რაც კი აქამდე რუსეთში ჩატარებულა.
წყვილი ხუთი წელია ერთადაა, თუმცა მხოლოდ ახლა დაქორწინდნენ. სამარელმა ოლიგარქმა საყვარელ ქალს 10 მილიონი ევროს ღირებულების 70-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. ახალდაქორწინებულებს ქორწილში რვასართულიანი ტორტი ჰქონდათ, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს "ცურავდა". ქორწილისთვის ოლიგარქმა პოდმოსკოვიეში მდებარე მდიდრული დარბაზი "Барвиха Luxury Village" დაიქირავა, რომელიც ათიათასობით თეთრი ფერის ყვავილით იყო გაფორმებული. სტუმრებს წყვილის საყვარელი მუსიკოსები ართობდნენ, მათ შორის, "ევროვიზიის" ფინალისტი პოლინა გაგარინა და როკ-ბენდი "ლენინგრადი". ქსენია და ალექსეი 5 წელი ერთად არიან და ორი შვილი ჰყავთ. წყვილი ძირითადად მოსკოვსა და დუბაიში ცხოვრობს. ცარიცინას "ინსტაგრამზე" 300 ათასამდე გამომწერი ჰყავს და მათ ყოველდღიურად ანებივრებს თავისი მდიდრული ცხოვრების ამსახველი ფოტოებით.