loader

საუდის არაბეთში 14 წლის მოზარდი ”მაკარენას” ცეკვის გამო დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუდის არაბეთში 14 წლის მოზარდი ”მაკარენას” ცეკვის გამო დააკავეს

საუდის არაბეთის პოლიციამ 14 წლის მოზარდი ”მაკარენას” ცეკვის გამო დააკავა. ვიდეო, სადაც ბიჭუნა შუქნიშანზე გაჩერებული მანქანების წინ ”მაკარენას” ცეკვავს, საუდის არაბეთის სოციალურ ქსელებში უცებვე გახდა პოპულარული, რამაც სამართალდამცველების ყურარება მიიპყრო. მოზარდი ”შეუფერებელი საზოგადოებრივი ქცევისთვის” დააკავეს. ”წესრიგის დამრღვევის” ვინაობასა და ეროვნებას არ ახმაურებენ. პოლიციაში არც იმას აკონკრეტებენ, რა სახის სასჯელი ელოდება 14 წლის ბიჭს.

გასულ თვეში საუდის არაბეთში დააკავეს გოგონა, რომელიც ქუჩაში მოკლე კაბით დასეირნობდა.