loader

"ქმარს ცოლი საკუთარ დედაზე მეტად უნდა უყვარდეს" - რას წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქმარს ცოლი საკუთარ დედაზე მეტად უნდა უყვარდეს" - რას წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წმინდა პაისი ათონელის სიტყვებს აზიარებს და სავარაუდოდ, საქართველოში გახშირებულ ოჯახურ ძალადობას ეხმაურება.

"ოჯახში რომ სიმშვიდე და თანხმობა იყოს, ამისთვის საჭიროა, ქმარს ცოლი საკუთარ დედაზე მეტად უყვარდეს.

ამქვეყნად შინაურთა და ნათესავთაგან არავინ უნდა იყოს მისთვის მასზე ძვირფასი, მშობლებს კი სიყვარული თავისივე ცოლის სიყვარულის მიერ უნდა მოჰფინოს.

რა თქმა უნდა, ცოლიც ასე უნდა იქცეოდეს" - წერს არქიმანდრიტი.