loader

ვინ იყო ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს

საქართველოს სახალხო არტისტი - ალექსანდრა თოიძე დაიბადა 1907 წელს, ცნობილი მხატვრის, მოსე თოიძისა და ალექსანდრა ნიკიტას ასულ სუდინას ოჯახში. 1924 წელს, თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო გ. პერინის საბალეტო სტუდიაში.1929 წელს მიხეილ ჭიაურელის ატელიეში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრას ძმის, არანაკლებ ცნობილი მხატვრის, ირაკლი თოიძის მიერ შესრულებული 17 წლის დის პორტრეტი.