loader

"ზურა რო დავკრძალეთ, მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზურა რო დავკრძალეთ, მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა

პირველი ზარი დღეს საქართველოს ყველა სკოლაში დაირეკა. პატარები სკოლაში მშობლებმა გააცილეს, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც... 7 წლის ზუკა ზოიძეს მამა არ ჰყავს, მისი მამიკო 2009 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გმირი პოლიციელის შვილი სკოლაში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. როგორც ზუკას დედამ, მაია ფარტენაძემ AMBEBI.GE-ს უამბო, მინისტრის გამოჩენას ზუკა განსაკუთრებულად ელოდა და ამისთვის დილით ადრე გაიღვიძა.

- როდის დაიღუპა თქვენი მეუღლე?
- ჩემი მეუღლე ზურა ზოიძე, აჭარის სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2009 წელს დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. საკუთარ სამსახურზე არასდროს საუბრობდა და არც ვიცი, ზუსტად რა მოხდა... ღამე დაურეკეს და უთხრეს, რომ სარფის საზღვარზე იყო რაღაც შემთხვევა. სასწრაფოდ გავიდა სახლიდან და აღარც დაბრუნებულა... მაშინ ორი წლის და ექვსი თვის იყო მარიამი. როცა ზურა დავკრძალეთ, მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მამის სახელი დავარქვი, მაგრამ ზურას ვერ ვეძახი. ბავშვი უმძიმესი, მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითების დიაგნოზით დაიბადა. მეუღლის გარდაცვალების და ბავშვის გაჩენის შემდეგ სასაზღვრო პოლიციაში დავიწყე მუშაობა. რთული იყო ჩემთვის ორი შვილის მარტო გაზრდა, მაგრამ ეს შევძელი!