loader

ვიდეოში ნახავთ, როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23 სექტემბრიდან პეკინზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოში ნახავთ, როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23 სექტემბრიდან პეკინზე

23 სექტემბრიდან პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის გახსნისას განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე მოეწყო ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის "ბას ლაინი", რომელზედაც საქალაქო ტრანსპორტი 23 სექტემბრიდან ივლის.

ამასთან, მერიის ცნობით, იმ კერძო ავტომობილების წინააღმდეგ, რომლებიც ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილში შევლენ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.