loader

როგორ გამოიყურება პეტრე კოლხის ქალიშვილი, რომელსაც საზოგადოება ჩაცმულობის გამო აკრიტიკებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება პეტრე კოლხის ქალიშვილი, რომელსაც საზოგადოება ჩაცმულობის გამო აკრიტიკებს

მამა პეტრე კოლხის ქალიშვილს მარიამ კვარაცხელიას საზოგადოება კარგად იცნობს. გოგონა ჯერ კიდევ გასულ წლებში ამბობდა, რომ მოდელობაზე ოცნებობდა და ოცნება აიხდინა. 2016 წლის ნოემბერში იგი პოდიუმზეც გამოვიდა. შესაბამისი ფოტო მამა პეტრემ სოციალურ ქსელშიც თავად გაავრცელა, წარწერით: "ჩემი მშვენიერი ლედი". მარიამ კვარაცხელიას, საკუთარი ჩაცმულობის და მოდელობის გამო, საზოგადოება ხშირად აკრიტიკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მამა პეტრე კვარაცხელიამ (პეტრე კოლხი) "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა და ყველას მოუწოდეა, თავი შეიკავონ სხვისი განკითხვისაგან:

"მორწმუნეებო", საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, რომ არავის ჩაცმის სტილი არ მოგვეკითხება... ყველა საკუთარ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს... მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს...

ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს, ნურც კოჭებამდე კაბას დაელოდებით... გავიგოთ, რომ ეს არ არის სულიერი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი... უამრავი მინახავს ბოლომდე შეფუთული ორღობეში გულისწორთან ერთად... არც ასეთის განკითხვის უფლება გვაქვს... რბილში გვაქვს გამჯდარი ფარესევლური ქრისტიანობა... მთავარია გარედან ვინმემ ნაკლი არ დაგვანახოს, შინაგანს არავინ კითხულობს... თუმცა, არც მოკლე კაბაა ნაკლი...

ნუ დავდივართ დათრგუნულები. ცოდვებისგან შეზღუდვას გვასწავლის უფალი და არა, გონებით შეზღუდულობას. მართლმადიდებლობა აზროვნების რელიგიაა...

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ვუმძიმებთ ერთმანეთს ცხოვრებას... არავის ჩაცმის სტილს არ ვეხები. არავინ გკითხავთ, რას ჩაიცვამს ჩემი შვილი...

მერე რა, რომ მღვდლის შვილია, მას საკუთარი არჩევანი აქვს... მადლობა ღმერთს, რომ პიროვნებად ყალიბდება და არასდროს ინტერესდება ნაჭრის სიგრძით და სიმოკლით...

იხილეთ სტატია: პეტრე კოლხი: "მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს... ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს"