loader

გახსოვთ მოხუცი როუზი „ტიტანიკიდან“? აი, როგორ გამოიყურებოდა ის ახალგაზრდობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახსოვთ მოხუცი როუზი „ტიტანიკიდან“? აი, როგორ გამოიყურებოდა ის ახალგაზრდობაში

"ტიტანიკი" ყველა დროის ყველაზე ცნობილი ფილმია, რომელიც 20 წლის წინ გამოვიდა. რეჟისორი ჯეიმს კემერონი გახლავთ, რომელმაც ჯეკისა და როუზის ულამაზესი სიყვარულის ისტორია ფილმად აქცია, თუმცა ამ დიდებულ სიყვარულს გზაზე საშინელი კატასტროფა გადაეღობა.

ყველას კარგად გვახსოვს ის მოხუცი როუზი, რომელიც ამ მშვენიერ სიყვარულზე გვიამბობს. მისი როლი შესანიშნავმა მსახიობმა გლორია სტიუარტმა შეასრულა.

სამსახიობო კარიერის დროს, სტიუარტი მუშაობდა თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში.

პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: "ადამიანი-მოჩვენება" (1993 წ), სადაც ფლორა კლეინის როლი განასახიერა, და "ტიტანიკი" (1997 წ) მოხუცი როუზის როლით.

მსახიობი 2010 წელს გარდაიცვალა, თუმცა სამუდამოდ გვემახსოვრება მისი უდიდესი ნიჭისა და სილამაზის წყალობით.