loader

როგორ ხვდება მრევლი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს - კადრები თბილისის აეროპორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ხვდება მრევლი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს - კადრები თბილისის აეროპორტიდან

წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. მას თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დახვდა.
მანამდე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. სიწმინდე საქართველოში დაახლოებით 6 თვე დარჩება.

სამების საკათედრო ტაძარში ხვალ წირვაზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი იქნება დაბრძანებული.
ყოვლადწმინდა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს, სადაც 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ სიწმინდე მოილოცონ.

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, ლუსკუმას წმინდანის ნაწილით კახეთში ალავერდის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 26 სექტემებრს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის.