loader

"ასეულობით ათასი გააკეთეს ჩემი დირექტორობისას" - ნიკა გვარამია თამრიკო მაყაშვილს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეულობით ათასი გააკეთეს ჩემი დირექტორობისას" - ნიკა გვარამია თამრიკო მაყაშვილს პასუხობს

მაყაშვილების და ნიკა გვარამიას დაპირისპირება გრძელდება. გვარამია თამრიკო მაყაშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს.

"რუსკა მაყაშვილის და მისი დედის პასუხები წავიკითხე ჩემს გამონათქვამებზე:

1. რატო მპასუხობენ, როცა მათ არ მივმართავ და არც ვგულისხმობ (რაც, თუ გონების სისუსტეს არ უჩივი ან დავალებული არ გაქვს, იაქტიურო, მარტივად გასაგებია ჩემი სტატუსებიდან და კომენტარებიდან)?

2. რუსკას და მისი დედის ხელფასის განსაზღვრის სრული პრეროგატივა ეკუთვნოდათ იმათ, ვისაც იმედზე გადაყვნენ და ასეულობით ათასი (ვფიქრობ, დამსახურებულად) გააკეთეს ჩემი დირექტორობისას.

3. 1400 ლარი არა იხვი.

4. ხელფასი შეყოვნდა ბოლო რამდენიმე თვე, როცა არხს დაუდგა მძიმე დღეები და ყველას საერთო პრობლემა გახდა. კაი ხანია, რუსკას დავალიანება გასტუმრებულია.

5. მოეშვით მიზეზების ძებნას, მაინც ვერ იპოვნით. არაა სიმართლე თქვენს მხარეს და იმიტომ" - წერს გვარამია.