loader

100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით დაირღვა 21 633-ჯერ, რისთვისაც მძღოლებს 100 ქულიდან 10 ჩამოაკლდათ და ასევე, 50 ლარით დაჯარიმდნენ.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობისთვის 11 883 მძღოლი 30 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ქულათა სისტემიდან 15 ქულა ჩამოაკლდათ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 14 224 პირი 40 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 100 ქულიდან 5 ქულა ჩამოაკლდათ.