loader

"შევამჩნიე, რომ ბავშვი არის ინკლუზიური, ეტყობა, თავის სტიქიაში იყო..." - რას ამბობს ბაგა-ბაღის დირექტორი აღსაზრდელის გადმოვარდნის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევამჩნიე, რომ ბავშვი არის ინკლუზიური, ეტყობა, თავის სტიქიაში იყო..." - რას ამბობს ბაგა-ბაღის დირექტორი აღსაზრდელის გადმოვარდნის შესახებ

ფონიჭალის 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებს. მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბაღის აღსაზრდელი ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა. დირექტორის თქმით, 3 წლის ბავშვს მსგავსი ქმედების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. ამავე დროს, თბილისის ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვს მოტეხილობა არ აღენიშნება, თუმცა ფილტვის დაზიანება აქვს მიღებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.