loader

მძღოლების მიერ Bus lane-ის ზოლში მოძრაობა 200 ლარით დაჯარიმდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლების მიერ Bus lane-ის ზოლში მოძრაობა 200 ლარით დაჯარიმდება

თბილისში, პეკინის და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე სპეციალურ ზოლში მოძრაობს. Bus lane-ის ზოლში (ავტობუსის სამოძრაო ზოლი) სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია.

ავტომობილების მძღოლების მიერ აღნიშნულ ზოლში მოძრაობა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას. ამას გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, მძღოლებს მართვის მოწმობაზე 30 ქულა დააკლდებათ.

რაც შეეხებათ ველოსიპედისტებს და ქვეითებს, მათ მიერ ავტობუსების ზოლში გადაადგილება ითვალისწინებს 3 ლარით დაჯარიმებას.