loader

რა ხდებოდა გუშინ თბილისში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა გუშინ თბილისში?

დადგა შემოდგომა, თბილისში გაწვიმდა და რა თქმა უნდა, დაიწყო მრავალსაათიანი და მრავალმანქანიანი საცობები. გუშინდელი დღე განსაკუთრებით გამორჩეული გამოდგა: 2 ოქტომბერს, მთელი დღის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა თბილისში, რამაც მთელი ქალაქის მასშტაბით შეაფერხა მოძრაობა და ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. შეუძლებელი გახდა როგორც საკუთარი მანქანით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილება.
წვიმით და საცობით შეწუხებული თბილისელები "ფეისბუქზე" იოხებდნენ გულს:

- საცობში ვარ და რამე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებდით?!
- საცობი - ადგილი, სადაც სიმღერების ტექსტს არჩევ, სწავლობ და ყველა ტექსტი აზრს იძენს...
- გაუსაძლისია საცობი!
1 საათი და 17 წუთი. სააკაძის მოედანი, თბილისი.


ფოტოები: გუგა აფციაური, ლევან ოდილავაძე