loader

პროდუქტი, რომელსაც ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროდუქტი, რომელსაც ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს

ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში, ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოიდევნება. ამას ხშირად 6-8 თვე სჭირდება. თუ თქვენ მოწევაზე უარი თქვით და საბოლოოდ გინდათ სძლიოთ მავნე ჩვევას, მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ისპანახი. მას ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს.

ისპანახში უხვადაა B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა), რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის და კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებისთვის. ის განსაკუთრებით საინტერესო ვიტამინია სწორედ მწეველთათვის, რადგანაც თამბაქოს ხანგრძლივად მოხმარება, ჩვეულებრივ, ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტით ხასიათდება.