loader

წყვილი კომპიუტერულმა პროგრამამ დააქორწინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყვილი კომპიუტერულმა პროგრამამ დააქორწინა

წყვილმა, რომელმაც ერთმანეთი სოციალური ქსელის - Sweet on Geeks-ის მეშვეობით გაიცნო, გადაწყვიტა, ორიგინალური ქორწილი გადაეხადა და ამისთვის კომპიუტერული პროგრამა, სახელწოდებით Reverend Bit-ი გამოიყენა.

მიგელ ჰენსონმა და დაიანა უესლიმ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო საქორწინო ცერემონია მოაწყვეს. ჰენსონი პროფესიით IT კონსულტანტია და გადაწყვიტა, დასაქორწინებელი პროგრამა თავად შეექმნა. ცერემონიას 30 სტუმარი დაესწრო. პატარძალი და სიძე უზარმაზარი მონიტორის წინ იდგნენ. მონიტორზე ტრადიციული შეკითხვები ისახებოდა, რომლებსაც რობოტი ახმოვანებდა, მიგელი და დაიანა კი შეკითხვებს სიტყვიერად პასუხობდნენ.

ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა - დაიანა და მიგელი აპარატმა ცოლ-ქმრად გამოაცხადა და კოცნის ნებაც დართო.

ჰენსონმა საქორწინო ტექსტზე დაიანასთან ერთად იმუშავა. ის რამდენიმე ხუმრობასაც შეიცავდა.