loader

ამერიკელი დედის პოსტი "ფეისბუქზე" 4 დღეში 400 000-ჯერ გააზიარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი დედის პოსტი "ფეისბუქზე" 4 დღეში 400 000-ჯერ გააზიარეს

ჯენა კესარდო რებერმანი, რომელიც ადრე არ გამოირჩეოდა სოციალურ ქსელებში აქტიურობით, მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდა. მისმა სიტყვებმა 168 000 მოწონება დაიმსახურა.

მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი, ერთი სამი წლისა და მეორე 6 კვირის, ცოცხალი გადარჩა საზარელი ავტოავარიის შემდეგ. ამის შესახებ იყო მისი ემოციური პოსტი, სასწაულზე, რომელსაც საკმაოდ უბრალო ლოგიკური ახსნა აქვს.
"მე არ მიყვარს ფეისბუკზე პირადულსა და ტრაგიკულზე წერა, მაგრამ... აი, რისთვის წვალობთ თქვენ, ბავშვების ავტოსავარძელზე დამაგრებისას ყოველი გამგზავრების წინ, მაშინ, როცა ბავშვები ტირიან, რადგან ქამრები არ მოსწონთ, რადგან ისინი უხერხულად აწვებათ მკერდზე».

ფოტო ორი, ავტოკატასტროფას გადარჩენილი საბავშვო ავტოსავარძლისა, დამსხვრეული ავტომანქანის ფონზე კომენტარს არ საჭიროებს.
გუშინ საბავშვო ბაღიდან სახლში ვბრუნდებოდით. გზად მაღაზიასთან გავჩერდით რძის საყიდლად. ამ დროს მეორე ავტომობილი დაგვეჯახა. ჩემი ბიჭები სასწაულებრივად გადარჩნენ, მხოლოდ განაკაწრები აქვთ. ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფერი სხვანაირად დამთავრდებოდა, მე რომ ზედმეტი ორი წუთი არ დამეხარჯა ბავშვების სავარძელში ჩასმისა და დამაგრებისას".