loader

რა ეღირება და როდიდან დაიწყება ფრენები ქუთაისიდან ბარსელონის, პარიზის, რომისა და პრაღის მიმართულებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ეღირება და როდიდან დაიწყება ფრენები ქუთაისიდან ბარსელონის, პარიზის, რომისა და პრაღის მიმართულებით?

უნგრული ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაამატა.
საუბარია ბარსელონის, რომის, პარიზისა და პრაღის მიმართულებებზე. პირდაპირი ავიარეისები აღნიშნულ ქალაქებში 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

კერძოდ, ქუთაისი-ბარსელონის (ელ პრატის აეროპორტი) მიმართულებით პირველი რეისი 18 მაისს განხორციელდება და ბილეთის ფასი 79 ლარი იქნება; ქუთაისი-რომის (ფლუმიჩინოს აეროპორტი) მიმართულებით პირველი ფრენა 17 მაისს იქნება და ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.

ასევე 17 მაისს განხორციელდება ქუთაისი-პარიზისა (ბოვეს აეროპორტი) და ქუთაისი-პრაღის პირველი პირდაპირი რეისი. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ორივე მიმართულებით 17 მაისის ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ პარიზში თვითმფრინავი "ბოვეს" აეროპორტში დაეშვება. აღნიშნული აეროპორტი პარიზიდან 85 კმ-ის დაშორებით, ტილეს კომუნაში მდებარეობს.

მომხმარებელს ბილეთების ყიდვა უნგრული ავიაკომპანიის საიტზე უკვე შეუძლია.