loader

თბილისის "მკვლელი" ქუჩები - სად ხდება ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის "მკვლელი" ქუჩები - სად ხდება ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თბილისი, ქვეყნის მასშტაბით, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხობრივი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

დედაქალაქში გზის ყველაზე სახიფათო მონაკვეთი აღმაშენებლის ხეივანი აღმოჩნდა. გასულ წელს, ამ ტერიტორიაზე 120 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 115 ავარია დაფიქსირდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო 113 შემთხვევა - მარცხენა სანაპიროზე. შემდეგია კახეთის გზატკეცილი 108 შემთხვევით. 91 შემთხვევა დაფიქსირდა გურამიშვილის გამზირზე. ასევე 91 შემთხვევა დაფიქსირდა ცოტნე დადიანის გამზირზეც.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე