loader

მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი, რომელსაც 30 ათასამდე ჯარისკაცი, ვერტმფრენები, ტანკები, ურთულესი სისტემა და 20-ტონიანი ფოლადის კარი იცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი, რომელსაც 30 ათასამდე ჯარისკაცი, ვერტმფრენები, ტანკები, ურთულესი სისტემა და 20-ტონიანი ფოლადის კარი იცავს

ფორტ ნოქსი - მსოფლიოში ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილია, სადაც არათუ ჩვეულებრივ მოკვდავს, თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც აკრძალული აქვს შესვლა, რადგან "ოქროს საკუჭნაოდ" წოდებულ საცავში, არც მეტი, არც ნაკლები, 4 176 ტონა ძვირფასი მეტალი, ანუ ქვეყნის მთელი ოქროს მარაგი ინახება.

შეერთებული შტატების მთავარმა "საკუჭნაომ" სახელი გენერალ ჰენრი ნოქსის პატივსაცემად მიიღო, მისი მშენებლობა კი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, როცა "დიდი დეპრესიის" პერიოდში, ფრანკლინ რუზველტის ცნობილი ბრძანების თანახმად, ამერიკის მოქალაქეებს ოქროს მონეტების, ზოდებისა და სერტიფიკატების ფლობა აეკრძალათ და მთელი მათი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. სწორედ ამგვარი "მისაკუთრების" შედეგად, სულ რაღაც ოთხ წელიწადში გამდიდრდა ფედერალური რეზერვი 4-დან 12 მილიარდამდე დოლარით.

იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორიები Palitranews-ზე