loader

პრინცესა დიანას დიეტა – 14 დღე და საოცარი შედეგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცესა დიანას დიეტა – 14 დღე და საოცარი შედეგი

მაინც რაში მდგომარეობს პრინცესა დიანას დიეტა?

ამ დიეტის წარმატებისთვის აუცილებელია მენიუს მკაცრი დაცვა.

პირველად დილის 8-9 საათზე უნდა იკვებოთ. მიირთვით გრილზე შემწვარი ბეკონი, მოხარშული თევზი და პურის ორი პატარა ნაჭერი, რომელზეც შეგიძლიათ წაუსვათ თაფლის ან კარაქის თხელი ფენა. დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალი ხილი. საათის ან საათ-ნახევრის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი.

სადილი შედგება ბულიონისგან და ერთი დიდი ან ორი პატარა კარტოფილისგან, რომელიც კანიანად უნდა მოხარშოთ. კარტოფილი შეგიძლიათ მიირთვათ თევზთან, ხორცთან ან კვერცხთან ერთად. კარტოფილის შემცვლელად შეგიძლიათ მიირთვათ პურის პატარა ნაჭერი, რომელზეც ძალიან თხელი კარაქის
ფენა იქნება გადასმული. სადილის დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათა და ხილი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სუსტი ჩაი რძით.

ვახშმად კი შეგიძლიათ მიირთვათ ის, რაც სადილზე ბოლომდე ვერ შეჭამეთ. ამაში მდგომარეობს დიეტის მთელი ეშმაკობა.

თუ სადილზე ყველაფერი მიირთვით, მშიერი დარჩებით და ვახშამზე მხოლოდ წყლის დალევა მოგიწევთ.