loader

მოულოდნელად მტკვარი ადიდდა და მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა - პირველი ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოულოდნელად მტკვარი ადიდდა და მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა - პირველი ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან

სს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ადიდების გამო, წყალში აღმოჩენილი 30 წლამდე მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.
"შეტყობინების მიღებისთანავე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გორის სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა. შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში, სწრაფი დინების მიუხედავად, ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.