loader

რა ხდება თბილისის 67-ე სკოლაში, სადაც მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისის 67-ე სკოლაში, სადაც მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ

თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ. სკოლის მოსწავლების განცხადებით, დოდო კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ.

მათივე ინფორმაციით, ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ რამდენიმე მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელმა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა. საპროტესტო აქციას, რომელსაც ექვსი კლასის მოსწავლეები ატარებენ, ჯერჯერობით სკოლის დირექტორი არ გამოხმაურებია.