loader

როგორ დაიკლო "კომედი შოუს" მსახიობმა 3 თვეში 23 კილოგრამი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაიკლო "კომედი შოუს" მსახიობმა 3 თვეში 23 კილოგრამი?

„კომედი შოუს“ მსახიობმა, ბექა ონიანმა 3 თვეში 23 კილო დაიკლო. ჭარბ წონას 13 წლის განმავლიობაში ებრძოდა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერასოდეს აღწევდა. ბოლოს მეგობრის და კოლეგის, თათია სულუაშვილის რჩევებმა გაჭრა და ზედმეტ კილოგრამებსაც მოერია:

„ამ შედეგს სწორი კვებით მივაღწიე, 4 საათში ერთხელ ცოტ-ცოტას ვჭამდი. ჩემმა მეგობარმა, თათია სულუაშვილმა შთამაგონა და დავუჯერე . ერთ-ერთ კომპანიაში მივიდა, სადაც კალორიებს ითვლიან და ისე ჭამენ. თათიას ვეკითხებოდი, ახლა რა ვჭამო-მეთქი. 2 კვირაში კი დავამუღამე, მაგრამ მანამდე ტვინი გავუბურღე, დღეში 3-ჯერ ვურეკავდი, ახლა რა მეჭმევა -მეთქი. მერე თათიამაც დაისვენა და მეც. 4-5 კილოს კიდევ დავიკლებ, ახლა 85 კგ ვარ. ეს დაკლება მივუძღვენი მეუღლეს, ასევე მაყურებელს, ახლა სხვანაირი ბექა ვნახოთ.“- აცხადებს ბექა ონიანი. მისი თქმით გარეგნობა და ხასიათი შეეცვლებათ მის პერსონაჟებსაც. „ თუ მსუქანი პერსონაჟი მოენატრებათ, ვერავის დავპირდები, რომ გავსუქდები“- აღნიშნავს მსახიობი.