loader

"რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები უკვე ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები უკვე ცნობილია

ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.