loader

ვინ იქნებიან კახა კალაძის ახალი გუნდის წევრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იქნებიან კახა კალაძის ახალი გუნდის წევრები

ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წინასაარჩევნო პერიოდში მან აღნიშნული პოსტი დატოვა და აქტიურად ჩაერთო კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მანვე მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები.

მაია ბითაძე სექტემბრის შუა რიცხვებამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც მანაც კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. მაია ბითაძეს უკავშირდება ეკოლოგიური მიმართულებით კალაძის საარჩევნო პროგრამის მომზადება.

რაც შეეხებათ ლაშა კვანტალიანს და თემურ ბოლოთაშვილს, ისინიც კალაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ. პროფესიით იურისტი ლაშა კვანტალიანი მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტმა თემურ ბოლოთაშვილმა კი ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოთხი პირიდან ირაკლი ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს.