loader

რუსთავში მამაკაცმა ჯერ მეუღლეს და შემდეგ შვილს სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მამაკაცმა ჯერ მეუღლეს და შემდეგ შვილს სცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1979 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ ა.გ.-ს და მეორე არასრულწლოვან შვილს, 2010 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, რის შესახებაც დაზარალებულმა ქალბატონმა პოლიციას აცნობა. დადგინდა, რომ გ.გ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება არაერთხელ ჩაიდინა.