loader

"მოგებული თამაშიდან მოვდიოდით გახარებულები" - ხაშურთან საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოგებული თამაშიდან მოვდიოდით გახარებულები" - ხაშურთან საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი

საჩხერის "ჩიხურას" მიკროავტობუსი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყვა. როგორც AMBEBI.GE-ს საფეხბურთო კლუბში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფ პირებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. ავარია წუხელ, ხაშურთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლს სველ გზაზე მოუცურდა მანქანა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მიკროავტობუსით ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ. შედარებით მძიმედ დაშავდა გუნდის კაპიტანი შოთა კაშია, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.